ჩვენ შესახებ

Პარმა ქართული ბრენდია, რომელიც შეიქმნა ქალების ბედნიერებისთვის. Ჩვენ ვქმნით ნივთებს, რომელიც შთაგაგონებს, რომელიც გამოგარჩევს და რომელიც განსაკუთრებულ  დახვეწილობას შემოიტანს შენს ცხოვრებაში.

ამისათვის ვამზადებთ ხელნაკეთ ჩანთებსა და ქამრებს, რომელიც დიდი ყურადღებით მზადდება, თითოეული დეტალი მუშავდება ხელით. ვიყენებთ ძალიან კარგი ხარისხის ეკო ტყავსა და ზამშს, ასევე უჟანგავ მეტალებს. Ჩვენი ნივთები არ არის მასიური წარმოების და მზადდება შეკვეთით.

გარდა გარეგნული სილამაზისა, გვინდა ქალებისთვის ვიყოთ შთაგონების წყარო. Შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას, ისე როგორც შეგვიძლია. ამისთვის შევქმენით მაისურების ხაზი.  გვინდა,  მან ყოველთვის გაგახსენოს, რომ შენსა და შენს სურვილებს შორის მხოლოდ შენი ფიქრები დგას. როდესაც რაღაცას გულით ისურვებ და შიშის გრძნობა დაგეუფლება, იცოდე რომ შენი ცხოვრების გზა მხოლოდ შენ გეკუთვნის, ყველა სურვილი მნიშვნელოვანია და მხოლოდ შენ შეგიძლია, გადაწყვიტო, რისი გაკეთება გინდა, ამიტომ უბრალოდ გაბედე, გაბედე იყო ის, ვინც გსურს.

კალათა