აღწერა
პარმაში გვჯერა, რომ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. ხშირად, ჩვენი წარმოდგენებით ვიქმნით ხელოვნურ ბარიერებს. განსაკუთრებით, ბევრს ვფიქრობთ ქალები და სხვადასხვა ფაქტორის გამო ხანდახან, ჩვენს სურვილებსაც კი უკან ვაყენებთ. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თავში გვიტრიალებს კითხვები:
– ვარ თუ არა საკმარისად კარგი, ამ მიზნის მისაღწევად?
– რას იტყვის ხალხი?
– მე რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, ვიქნები თუ არა კარგი დედა, ცოლი ან მეგობარი?
– საერთოდ, ეს მიზანი მნიშვნელოვანია?
ამიტომ გვინდა, ამ მაისურმა ყოველთვის გაგახსენოს, რომ შენსა და შენს სურვილებს შორის მხოლოდ შენი ფიქრები დგას. როდესაც რაღაცას გულით ისურვებ და შიშის გრძნობა დაგეუფლება, იცოდე რომ შენი ცხოვრების გზა მხოლოდ შენ გეკუთვნის, ყველა სურვილი მნიშვნელოვანია და მხოლოდ შენ შეგიძლია, გადაწყვიტო, რისი გაკეთება გინდა, ამიტომ უბრალოდ გაბედე
გაბედე გახდე ის, ვინც მთელი ცხოვრება გსურდა ![✨](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t75/2/16/2728.png)
![✨](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t75/2/16/2728.png)
![✨](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t75/2/16/2728.png)
Reviews
There are no reviews yet.